აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ბარსელონაში ტერაქტს პროგნოზირებს
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მოქალაქეებს შობა-ახალი წლის დღესასწაულებზე ბარსელონაში შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებს. ამის შესახებ ინფორმაციას უწყება საკუთარი Twitter-ის გვერდზე ავრცელებს.
განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენას ტურისტებს რამბლას რაიონში, ტრანსპორტის მოძრაობის ზონებში, მათ შორის ავტობუსებში, ურჩევენ. უწყების ინფორმაციით, ტერორისტების მიზანი ტურისტული ადგილები და სატრანსპორტო კვანძები იქნება.