გარდაბნის მუნიციპალიტეტში აზერბაიჯანელთა მსოფლიოს სოლიდარობის დღე და დამდეგი ახალ წლის აღსანიშნავი კონცერტი გაიმართა
გარდაბნის მუნიციპალიტეტში ორგანიზაციის „აზერბაიჯანელი პედაგოგების კავშირი საქართველოში“ ორგანიზებით კონცერტი გაიმართა, რომელიც მიეძღვნა აზერბაიჯანელთა მსოფლიოს სოლიდარობის დღეს – 31 დეკემბერს და დამდეგ ახალ წელს.
კონცერტში აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენელი ანარ ჰიდაიათოვი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გურამ მარხულია, თბილის ნარიმან ნარიმანოვის სახელობის სახლ-მუზეუმის დირექტორი რანა დალივალოვა, ასევე თბილისიდან, რუსთავიდან, მარნეულიდან, დმანისიდან ჩასული ქართველი და აზერბაიჯანელი სტუმრები მონაწილეობდნენ.
საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ჰიმნების გაჟღერების შემდეგ, სიტყვით გამოვიდა ორგანიზაციის „აზერბაიჯანელი პედაგოგების კავშირი საქართველოში“ დამაარსებელი ნასიბ ლათიფოგლუ. მან სტუმრებს მიულოცა აზერბაიჯანელთა მსოფლიოს სოლიდარობის დღე, დამდეგი ახალი წელი და წარმატებები უსურვა.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა გურამ მარხულიამ აზერბაიჯანისა და საქართველოს შორის მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა და აზერბაიჯანელებს მსოფლიოს სოლიდარობის დღე მიულოცა. სიტყვით გამოვიდა აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენელი ანარ ჰიდაიათოვი. მან მასწავლებლებს წარმატებები და წინსვლა უსურვა.
ლამაზი საღამო აზერბაიჯანელი და ქართველი მოსწავლეების საკონცერტო გამოსვლებით გაგრძელდა. ანსამბლ „ჯეირანის“ სოლისტები შაფა იბრაგიმოვა და გიუნელ იბრაგიმოვა, ახალგაზრდა აშუღი რენატ გუსეინოვი, თაია და თათა ზვიადაურები, მარიამ ლობჟანიძე, ბექა ლობჟანიძე, შოთა გულბანი და ლუკა ფართლაძე საცეკვაო ნომრებით და სიმღერებით წარდგნენ მსმენელის წინაშე.
კონცერტში ასევე მონაწილეობდნენ: აშუღი ნარგილა მეითოვი და ფარვიზ მირზოევი, პოპულარული მომღერლები – ნატო და ანარ ასკეროვები. ნატო და ანარ ასკეროვებმა საკუთარი რეპერტუარიდან ლამაზი სიმღერები შეასრულეს.
7 აზერბიჯანელი და ქართველი მასწავლებელი დაჯილდოვდა ორგანიზაციის „აზერბაიჯანელი პედაგოგების კავშირი საქართველოში“ საპატიო სიგელებითა და საჩუქრებით.