თინა ბოკუჩავა: გიორგი გახარიასგან ვერც ერთ საკითხზე ვერ მივიღეთ პასუხი

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ დღეს, გიორგი გახარიასგან, რომელსაც პარლამენტში უსმენდნენ, უმცირესობამ პასუხები ვერ მიიღო.
დეპუტატი მიიჩნევს რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა დღეს საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკური სპექტაკლი დადგა.
„მან მოგვიწოდა, რომ პოლიტიკური ცეკვები არ დადგათო და მართლაც პოლიტიკური სპექტაკლი დადგა მინისტრმა გახარიამ. მთელ რიგ დანაშაულზე – მუხთარლის საქმეზე, მაჩალიკაშვილზე, არჩევნების გაყალბებაზე გვითხრა, მიმართეთ პროკურატურასო, ანუ კრიმინალ ფარცხალაძესთან უნდა გავარკვიოთ თურმე, რატომ გაიტაცეს მუხთარლი, რატომ მოხდა დანაშაული მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ ან რატომ გააყალბეს არჩევნები“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები