ბესელია გახარიას “ხორავას ქუჩის საქმეზე”: რა გამოიკვეთა დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში?!

რა გამოიკვეთა შემოწმების და დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში – ამ კითხვით პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე შს მინისტრს, გიორგი გახარიას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებული დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა ეკა ბესელიამ მიმართა.
ეკა ბესელია დაინტერესდა, არის თუ არა რაიმე სიახლე რომელზეც დღეს შეიძლება პარლამენტმა მიიღოს ინფორმაცია შს მინისტრისგან.
“რა გამოიკვეთა იმ შემოწმების და დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, რომლითაც უნდა მომხდარიყო ერთის მხრივ სამართლებრივი კვალიფიკაციის განსაზღვრა კონკრეტული დანაშაულებრივი ფაქტების გამოვლენის და დადასტურების შემთხვევაში და ასევე ცალკე გამოყოფილი საქმე, რომელიც ასევე არის არა მხოლოდ ერთი, არამედ შესაძლოა, სხვა პირთა მიმართაც – ამ მხრივ თუ არის რაიმე სიახლე, რომელზედაც დღეს შეიძლება პარლამენტმა მიიღოს ინფორმაცია”, – მიმართა ეკა ბესელიამ გიორგი გახარიას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები