ტაილანდში სამხედრო გადატრიალება გამოცხადდა
ტაილანდის სახმელეთო ჯარების მეთაურმა ქვეყანაში სამხედრო გადატრიალება გამოაცხადა. ორი დღით ადრე კი ტაილანდში მიიღეს საომარი მდგომარეობა, “კანონისა და წესრიგის უზრუნველყოფისათვის”. ტაილანდის სახმელეთო ჯარების გენერალმა ჩან-ოჩამ ქვეყანაში სამხედრო გადატრიალება გამოაცხადა. “ტაილანდის შეიარაღებული ძალები კეთილი განზრახვით საკუთარ თავზე იღებენ ხელისუფლების ფუნქციას, რომ ქვეყანაში მშვიდობა და სიმშვიდე უზრუნველყონ “, -განაცხადა სატელევიზიო მიმართვაში ჩან-ოჩამ. ასეთი განცხადება მან მას შემდეგ გააკეთა, რაც მან შეხვდრები გამართა ქვეყნის ყველა მეტოქე ფრაქციებთან. ჩან-ოჩამ ასევე აღნიშნა, რომ გადატრიალება არ მოახდენს გავლენას საერთაშორისო ურთიერთობებზე.
შეგახსენებთ, რომ 20 მაისს ტაილანდში საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს. ტაილანდის სამხედრო ხელისუფლებამ აკრძალა ქვეყანაში ყველა სახის აქციის გამართვა, ასევე დაწესდა სრული კონტროლი მედიასაშუალებებზე. ტაილანდში უკვე ნახევარ წელზე მეტია ანტისამთავრობო გამოსვლები მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მთავრობის გადაყენებას მოითხოვენ.