პოლიციის ავტომანქანის დაზიანების გამო დაკავებული ქეთევან მირიანაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ველისციხის ინციდენტის შემდეგ დაკავებული ქეთევან მირიანაშვილი თელავის რაიონულ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ექიმის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, თუმცა საჭიროებს კარდიოლოგის დაკვირვებას.
“პაციენტი გუშინ საღამოს შემოიყვანეს მწვავე კორონალური სინდრომით და მაღალი არტერიული წნევით. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა საჭიროებს კარდიომონიტორულ დაკვირვებას.
იმყოფება კარდიოლოგის მუდმივი დაკვირვების ქვეშ. ამ ეტაპზე სერიოზული არაფერი იკვეთება, თუმცა საჭიროებს 48 საათის განმავლობაში კარდიოლოგის მუდმივ მეთვალყურეობას,” – განაცხადა რაიონული საავადმყოფოს ექიმმა ნინო ფურცელაძემ.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 16 დეკემბერს, კახეთში მომხდარი ინციდენტის დროს, 1960 წელს დაბადებული ქეთევან მირიანაშვილი მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მან ველისციხესთან პოლიციის ავტომანქანა დააზიანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები