ზვიად ტომარაძე: საკუთრების შეძენის საფუძველზე უცხოელებისთვის მოკლევადიანი ბინადრობის უფლების მიცემა უნდა აიკრძალოს

ორგანიზაცია ერი და სახელმწიფოს“ ხელმძღვანელი, ზვიად ტომარაძე აცხადებს, რომ უცხოელებზე ბინადრობის უფლების „გაყიდვა“, ანუ საკუთრების შეძენის საფუძველზე მათთვის მოკლევადიანი ბინადრობის მიცემა უნდა აიკრძალოს. ამის შესახებ ტომარაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრეკსონფერნციაზე ისაუბრა.

„ჩვენ 35 000 ხელმოწერა შევაგროვეთ და პარლამენტშია შეტანილი კანონპროექტთან ერთად. რატომ ვამბობთ, რომ ბინადრობის უფლება არ უნდა გაიყიდოს – როგორც მოგეხსენებათ, არსებობს ბინადრობის გაცემის 10 სახე. არ ვამბობთ, რომ პრობლემა გავქვს ან ტურისტებთან, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში შემოდიან, ან მათთან ვინც სასწავლებლად, სამკურნალოდ ჩამოდიან, ან ინვესტიციის პირობებში სურთ ბინადრობის უფლების მოპოვება. ჩვენ ვამბობთ, რომ უძრავი ქონების შეძენის სანაცვლოდ, არ უნდა გაიყიდოს ბინადრობის უფლება. ახლა მოქმედი კანონით 35 000 დოლარის და ზევით სანაცვლოდ, როცა უცხოელი შეიძენს უძრავ ქონებას, ბინას, ის მივა იუსტიციის სახლში, იქ აძლეევნ 1 -წლიან ბინადრობის უფლებას, როცა 1 წელი გავა და წარადგენს იუსტიციის სახლში, რომ ეს ქონება აქვს და არ გაუყიდია, მას უგრძელდება ბინადრობის უფლება. ცვენ დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ, რომ შეიცვალოს ეთნო-კულტურული ბალანსი და თუ მოუწესრიგებელი საემიგრაციო პოლიტიკა ასე გაგრძელდა, ძალიან მალე ქართველები აღმოვჩნდებით უმცირესობაში საკუთარ ქვეყანაში“- განაცხადა ტომარაძემ.
მანვე გააკრიტიკა უმრავლესობის დეპუტატის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის თანახმადაც, უცხოელმა ბინადრობის უფლება 35 ათასი დოლარის ნაცვლად 100 ათას დოლარად უნდა მიიღოს. ტომარაძემ აღნიშნულს კანონპროექტს ლობისტური უწოდა, რომელის ამოქმედება საამშენებლო კომპანიების ინტერესში შედის.
„მოგეხსენებათ, რომ პარლამენტში შევიდა დეპუტატ ივლიანე წულაიას მიერ ინიცირებული კანონპროექტი და შემდეგ ამ კანონპროექტზე ისაუბრა და ლობისტობა გაუწია თბილისის მერმა კახა კალაძემ. ხელისუფლება გვატყუებს , როცა გვეუბნება, რომ ამკაცრებს პოლიტიკას ამ მიმართულებით. წულაია იყო „არქი“ ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი 2016 წლამდე , როცა პარლამენტში შევიდა, პოსტი სავარაუდოდ, ახლობლებს გადააბარა. კანონპროექტი, რომელიც მან შეიტანა არის სამშენებლო კომპანიების ლობისტური კანონპროექტი. ისინი ამბობენ, რომ ბინადრობის უფლებას ვყიდით ძალიან იაფად 35 000 დოლარად ,მოდი გავყიდოთ ძვირადო. სამშენებლო კომპანიები ორმაგი სარგებლის მიღბის მოლოდინში არიან. პირველი – მომავალში ჩამომსვლელი მიგრანტი 100 ათსად შეიძენს ახალ ბინას და გარდა ამისა, ის ადამიანები ვინც უკვე ცხოვრობენ და მიიღეს ბინადრობის უფლება უძრავი ქონების შეძენის სანაცვლოდ, ვალდებული იქნებიან ახალი ბინა იყიდონ.
ჩვენი კანონპროექტით მოკლევადიანი ბინადრობის უფლება საერთოდ არ უნდა არსებობდეს. ტურისტულად ჩამოსვლა გინდათ? კი, ბატონო, მობრძანდით. სასწავლო ბინადრობის უფლება გინდათ? კი ბატონო. საინვესტიციო, სამუშაო გინდათ? კი, ბატონო. მაგრამ, ჩამოხვიდეთ , შეიძინოთ სახლი, 100 ათასობით მიგრანტი მივიღოთ და შევცლაოთ ბალანსი , ქვეყანა საფრთხის წინაშე დავაყენოთ, ამაზე მდიდი ბოდიში“ – განაცხადა ტომარაძემ.
ცნობისთვის, თბილისის მერმა კახა კალაძემ მოუწოდა პარლამენტს, მხარი დაუჭიროს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ინიცირებულ ცვლილებებს, რომელთა მიხედვითაც, 35 000 დოლარის ნაცვლად, ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად მოთხოვნილი უნდა იქნას 100 000 აშშ დოლარის ღირებულების უძრავი ქონება.
„პირი, რომელსაც მიღებული აქვს ერთწლიანი ბინადრობის უფლება, ქონების გაასხვისების ან გადაცემის შემთხვევაში, დაკარგავს ბინადრობის უფლებას. ანუ შეუძლებელი იქნება ერთი უძრავი ქონებით სხვადასხვა პირისთვის ბინადრობის უფლების მინიჭება“, – განმარტა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, არსებული კანონმდებლობით, საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის მოწმობის მისაღებად უცხო ქვეყნის მოქალაქემ უნდა შეიძინოს 35 000 აშშ დოლარის ღირებულების უძრავი ქონება.
„კანონის ხარვეზი მდგომარეობს იმაში, რომ, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე შეიძენს საქართველოში 35 000 დოლარის ღირებულების უძრავ ქონებას, ის ერთწლიანი ბინადრობის უფლებას იღებს, მაგრამ თუ ამ საკუთრებას გადასცემს სხვა უცხოელს, ისიც მოიპოვებს ბინადრობის მოწმობას. ერთი ადამიანი ყიდულობს ბინას, ფიქტიურად გადააფორმებს სხვაზე და ატრიალებს „კარუსელს“. ეს კი ნიშნავს, რომ ერთი უძრავი ქონებით შესაძლებელია განუსაზღვრელი რაოდენობით ბინადრობის მოწმობების გაცემა უცხოელებისთვის“, – განმარტა კახა კალაძემ.
თბილისის მერი მიესალმება უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩამოსვლას საქართველოში, მათ ეკონომიკურ აქტიურობას, განათლების მიღების სურვილს, მაგრამ, კალაძის თქმითვე, კანონი შესაბამისობაში უნდა იყოს საქართველოს ინტერესებთან.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები