მამუკა ბახტაძე: 2019 წელს 1100 დევნილ ოჯახს ჩვენ გადავცემთ ახალაშენებულ ბინას

2019 წელს 1100 დევნილ ოჯახს ახალაშენებული ბინა გადაეცება. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის 2018 წლის წლიური საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას გააჟღერა.
„ვაგრძელებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს, რომელიც გულისხმობს ჩვენი დევნილებისთვის სახლების მშენებლობას და ბინებით უზრუნველყოფას. 491 დევნილ ოჯახს ახალაშენებულ კორპუსში გადაეცა ბინა. 623 დევნილი ოჯახისთვის შესყიდული იქნა სახლები. იპოთეკური სესხები დაეფარა 116 დევნილ ოჯახს. ამ თვალსაზრისით ჩვენი პროგრამა მომავალ წელს კიდევ უფრო მასშტაბური იქნება. 2019 წელს 1100 დევნილ ოჯახს ჩვენ გადავცემთ ახალაშენებულ ბინას. 1500 ოჯახს საკუთრებაში გადაეცემა საცხოვრებელი ფართები, ხოლო თითქმის 3000 დევნილი ოჯახი მიიღებს ახალ საცხოვრებელ სახლს“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები