მოსკოვში სომეხი ექსტრასენსი მკვლელი დააკავეს

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ 43 წლის გიორგი მარტიროსიანი 3 ქალის მკვლელობაში დაადანაშაულა. როგორც მაგი და ექსტრასენსი, – იგი მათი ნდობის მოპოვებას ასე ცდილობდა. 2011 წლის იანვრიდან 2012 წლის მარტამდე მარტიროსიანმა, რომელიც თავს ექსტრასენსს და მკურნალს უწოდებდა, სამი ქალის მკვლელობა ჩაიდინა, ამის შესახებ ,,ინტერფაქსი“ იუწყება.
,,ეგრეთ წოდებული ,,კარმის გაწმენდისა“ და ,,ჯადოს მოხსნის“ დროს იგი ქალებს სასმელში ნარკოტიკებს უყრიდა და თიშავდა, რის შემდეგაც მათთვის ვენაში შპრიცით ნაკოტიკის სასიკვდილო დოზა შეყავდა. ერთ-ერთი დაზარალებული, რომელიც ნარკოტიკის შეყვანის შემდეგ არ გარდაიცვალა, ექსტრასენსმა აბაზანაში დაახრჩო. გარდაცვალების შემდეგ იგი მსხვერპლის ფულს და ძვირფასეულობას ითვისებდა. ასეთი გზით მარტიროსიანმა 6,5 მილიონი რუბლი და საიუველირო ნაწარმი მიითვისა.
როგორც ,,росииская газета“ იტყობინება, ექსტრასენსის ერთ-ერთი მსხვერპლი 21 წლის ფოტომოდელი გახდა. მან ფული ავტომობილის შესაძენად შეაგროვა. სხვა ორი გარდაცვლილი, 39 წლის ქალი და მისი მოდელი შვილი მოსკოვში კრასნოდარიდან ჩავიდნენ. ისინი მოსკოვში სახლის ყიდვას აპირებდნენ. LifeNews-ის მონაცემებით, საქართველოში დაბადებული მარტიროსიანის კლიენტები, ძირითადად, მოდელები იყვნენ. სამოდელო ბიზნესი მათთვის დიდი შემოსავლის მომტანი არ აღმოჩნდა და გამომუშავებას ექსპორტ – მომსახურებით იღებდნენ. ამასთან, თვლიდნენ, რომ ცხოვრების ასეთი წესი მათ კარმას აბინძურებდა.
აურის გასწმენდად გოგონები ექსტრასენს მარტიროსიანთან მიდიოდნენ და თავიანთ ფინანსურ საიდუმლოებებს უყვებოდნენ, მოჰქონდათ თავისი დანაზოგი, რათა ფულზე რიტუალი ჩაეტარებინა და მათი ფინანსური მდგომარეობა გაეუმჯობესებინა. ოპერატიული მუშაკები ამბობენ, რომ მარტიროსიანმა იცოდა, რომ გოგონები, რომლებსაც სამოდელო ცხოვრება იზიდავდათ, ნარკოტიკების მიმართ გულგრილნი არ იყვნენ. ასეთ ადამიანებს შორის ნარკოტიკების გადამეტებული დოზით სიკვდილი არცთუ იშვიათი შემთხვევაა. ამიტომ მარტიროსიანი მკვლელობას ნარკოტიკების გადამეტებული დოზით ნიღბავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები