ახალ ზელანდიაში 2020 წელს მარიხუანას ლეგალიზების რეფერენდუმი ჩატარდება
მარიხუანას ლეგალიზების რეფერენდუმი ახალ ზელანდიაში 2020 წელს ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი “Stuff” ქვეყნის საგარეო უწყების მინისტრზე, ენდრიუ ლითლზე, დაყრდნობით ავრცელებს.
მინისტრის თქმით, რეფერენდუმი ქვეყანაში საერთო არჩევნების დროს ჩატარდება და სავალდებულო იქნება.
ახალი ზელანდიის ნაციონალური პარტიის ლიდერის, საიმონ ბრინჯესის განმარტებით, ეს ქმედებები ტარდება იმისთვის, რომ არჩევნებიდან საზოგადოების ყურადღება გადაიტანონ.