ტურჩინოვი: ძალოვანები დონეცკისა და ლუგანსკის ოლქს ტერორისტებისგან გაწმენდენ
ტურჩინოვმა ანტიტერორისტული ოპერაციის ფინალურ ეტაპზე გადასვლის შესახებ განცხადება გააკეთა. პრეზიდენტის თქმით, დონბასის მცხოვრებლებმა ,,დაიწყეს იმის გაცნობიერება, რომ ტერორისტ-სეპარატისტებს რეგიონი უფსკრულისკენ მიყავთ“. მან ძალოვანებს დაუსახა ამოცანა, ტერორისტებისგან მთლიანად გაათავისუფლოს და ,,დაუბრუნოს მშვიდობა დონეცკის და ლუგანსკის ოლქებს“,- ამის შესახებ განცხადება უკრაინის რადას ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ტურჩინოვმა სლავიანსკის მახლობლად, სამთავრობო ძალების პოზიციების ინსპექტირება მოახდინა. იქ მან შინაგან საქმეთა მინისტრ არსენ ავაკოვთან, თავდაცვის მინისტრთან მიხეილ კოვალიასთან და ნაციონალური გვარდიის ხელმძღვანელთან სტეფან პოლტორაკთან ერთად თათბირი ჩაატარა. პარლამენტის სპიკერმა დონბასში ხალხის განწყობის ცვლილებაზე ისაუბრა და აღნიშნა: ,,მათ უკვე ესმით, რომ ტერორისტ სეპარატისტებს რეგიონი უფსკრულისკენ მიჰყავთ. სწორედ ამიტომ ამ რეგიონებში გამძაფრდა მხარდაჭერა უკრაინის ხელისუფლების მიმართ ტრორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში“, -აღნიშნა ტურჩინოვმა. მისი სიტყვებით, ხელისუფლება მზად არის, დაასრულოს ანტიტერორისტული ოპერაცია.
,,ჩატარდა თათბირი ძალოვანებთან, ჩვენ მზად ვართ ფინალური სტადიისთვის და უახლოეს ხანში დავიწყებთ ლუგანსკის და დონეცკის ოლქების ტერორისტებისგან გაწმენდას, ამით არჩევნების ჩატარებას უზრუნველვყოფთ“,-აცხადებს პრეზიდენტი.