საქართველოში შესაძლოა მიწის სააგენტო შეიქმნას

მიწის მართვის მიმართულებით, საქართველოში შესაძლოა, ახალი ორგანო – მიწის სააგენტო შეიქმნას. ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ რადიო „პალიტრას“ ეთერში ილაპარაკა.
„ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, მოხდება მიწის შესახებ ორგანული კანონის პარლამენტში ინიცირება. კანონი ითვალისწინებს, რამდენიმე ძირითად პუნქტს. მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქე – ფიზიკურ პირს არ ექნება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლება; უცხო ქვეყნის იურიდიული პირების შემთხვევაში კი აუცილებელი იქნება – წილების 50%-ზე მეტს საქართველოს მოქალაქეები, მოქალაქეთა ჯგუფი ან ქართული სუბიექტი ფლობდეს. ამასთან, გვაქვს ინიციატივა, რომ შეიქმნას სპეციალური ორგანო, რომელიც მიწის მართვის მიმართულებით ბევრ პრობლემას დაარეგულირებს და მოაგვარებს. დღეს, რეალურად ქართული მიწის ფონდის ანალიზი არ არსებობს და მსგავსი ორგანო აუცილებელია, რადგან მოხდეს მიწის ინვენტარიზაცია“, – თქვა დანელიამ.
ახალი კონსტიტუციის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები