ვლადიმერ პუტინი: უკრაინასთან ურთიერთობები ახლო მომავალში ვერ დარეგულირდება
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობები ვერ მოგვარდება და ამის მიზეზი ქვეყნის აღმოსავლეთით უკრაინელების მიერ ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციებია, -ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ჩინეთში ვიზიტის დროს განაცხადა.
„კარგი ურთიერთობა იმ ხალხთან, რომლებიც ხელისუფლებაში უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთის მოსახლეობის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების ჩატარებით მოდიან, ადვილი არ იქნება”, -განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსული სამხედრო ტექნიკა და ჯარი უკრაინის საზღვრიდან მუდმივი დისლოკაციის ადგილს უბრუნდება, რათა სპეკულირება არ მოახდინონ, თითქოს ჩვენ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლა გვინდა.