მამუკა მდინარაძე: სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ნებისმიერი სახის პროვოკაცია გამოირიცხოს

სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რათა გამორიცხოს ნებისმიერი სახის პროვოკაცია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძენ 16 დეკემბერს “გაერთიანებული ოპოზიციის“ მიერ დაგეგმილ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, ინაუგურაციის დღეს შესაბამისი სამართალდამცველი სამსახურებიც მობილიზებულნი იქნებიან.
“სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რათა გამორიცხოს ნებისმიერი სახის პროვოკაცია. ბუნებრივია, მობილიზებულნი იქნებიან, სამართალდამცავი შესაბამისი სტრუქტურები და შეეცდებიან მაქსიმალურად აღკვეთონ ნებისმიერი პროვოკაცია. მე არ მგონია, რომ იქ შეკრებილი ადამიანები იმისთვის მიდიოდნენ, რომ მაინცდამაინც პროვოკაცია მოაწყონ, ეს შეიძლება მათი ლიდერების სურვილი უფროა, მაგრამ ამაზე საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ჩვენგან გასხვავებულ აზრს აფიქსირებს არ წავა”, – განაცხადა მდინარაძემ.
​16 დეკემბერს თელავში პრეზიდენტის ინაუგურაცია და “გაერთიანებული ოპოზიციის” საპროტესტო აქცია ერთმანეთის პარალელურად გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები