გიორგი ვაშაძე: აქციას, სადაც დავგეგმეთ, იქ გავმართავთ, არ ვაპირებთ გეზის შეცვლას

არცერთ შემთხვევაში არ ვაპირებთ გეზის შეცვლას, – ამის შესახებ “გაერთიანებული ოპოზიციის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
“ჩვენ ხშირად გვაქვს საქმე იმასთან, რომ საჯარო მოხელეები კანონს არ კითხულობენ. მათ არანაირი უფლება არ აქვთ რამე აგვიკრძალონ ან დაუშვან. ჩვენი უფლებაა შევატყობინოთ და ეს გამოვიყენეთ. თელავში, ცენტრალურ მოედანზე, სადაც სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი, აქციას არ ვმართავთ, რათა ხელი არ შეეშალოს ღონისძიებებს. აქციას ვმართავთ იქ, სადაც არაფერია დაგეგმილი. ჩვენ სადაც დავგეგმეთ, იმ მიმართულებით მივდივართ და იმედი გვაქვს, არანაირი პრობლემები არ შეგვექმნება. არცერთ შემთხვევაში არ ვაპირებთ გეზის შეცვლას”, – განაცხადა ვაშაძემ.
“გაერთიანებული ოპოზიცია” 16 დეკემბერს თელავში აქციას მართავს, სადაც, მათი თქმით, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას გააპროტესტებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები