ლარი 0.0048 პუნქტით გაუფასურდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0048 პუნქტით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარის ფასი 2.6642 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 2.6594 ლარი ღირდა.
0.0164 პუნქტით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში და მისი ღირებულება 3.0308 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0144 ლარი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები