რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინის საზღვართან რუსი სამხედროები აღარ არიან
უკრაინის საზღვართან რუსი სამხედროები აღარ არიან, – ამ განცხადებას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სამხედროები, რომლებიც სწავლებას გადიოდნენ, უკვე დაუბრუნდნენ მუდმივი დისლოკაციის ადგილს.
შეგახსენებთ, რომ განკარგულება უკრაინის საზღვრებიდან ჯარის გამოყვანის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 19 მაისს გასცა. ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, რუსეთის შეიარაღებული ძალები, რომლებიც როსტოვის, ბელგოროდისა და ბრიანსკის ოლქებში სამხედრო წვრთნებში მონაწილეობდნენ, მუდმივი დისლოკაციის ადგილს უნდა დაბრუნებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციის პარალელურად, ოფიციალურ კიევსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში აცხადებენ, რომ რუს სამხედროებს ტერიტორია ჯერჯერობით არ დაუტოვებიათ.