პარლამენტში მომხდარი დაპირისპირებისას ემზარ კვიციანი ირმა ინაშვილის საქციელს ამართლებს

0

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, ემზარ კვიციანი, საქართველოს პარლამენტში მომხდარი ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებისას მისი თანაგუნდელის, ირმა ინაშვილის საქციელს ამართლებს და ამბობს, რომ ის სწორად მოიქცა.
როგორც მან აღნიშნა, ამგვარი ინციდენტი არც პირველი იყო პარლამენტში და არც უკანასკნელი იქნება.
„ეს პარლამენტია და ასე არ უნდა ვიქცეოდეთ, როგორც გუშინ, მაგრამ ამ ყველაფრის ბრალია ის, რომ პარლამენტში სხედან „ნაციონალები“. ადამიანები, რომლებიც აწამებდნენ და აუპატიურებდნენ ხალხს. მათთან ერთად გვიწევს ჯდომა, ეს კოჰაბიტაციის ბრალია. ირმა ძალიან სწორად მოიქცა, არ აძლევდნენ განცხადების გაკეთების საშუალებას. არავის არავისთვის ხელი არ დაურტყამს, იყო ჯიკავი, ეს არც პირველი შემთხვევა ყოფილა საქართველოში და არც ბოლო იქნება. არ არის ეს ლამაზი ქცევა. პარლამენტმა უნდა განიხილოს ჩვენი რეზოლუცია „ნაციონალების“ გასამართლებაზე და ყველაფერი გამოსწორდება.
ჟურნალისტები და განსაკუთრებით, მოღალატე „რუსთავი 2“ აცოცხლებთ „ნაციონალების“ სექტას, რომელიც თავს მოგვახვია უცხოეთის სპეცსამსახურებმა. ერისა და ქვეყნის წინაშეა მოღალატე „რუსთავი 2“ და ნიკა გვარამია“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში გუშინ ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ნიკა მელიასა და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრ ირმა ინაშვილს შორის მოხდა.

კომენტარები

კომენტარი