გია ვოლსკი გაეროს მთავრობათაშორისი კონფერენციის ფარგლებში მიღებულ მიგრაციის გლობალურ კომპაქტს განმარტავს

0

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი, სოციალური ქსელის მეშვეობით, მაროკოში გაეროს მთავრობათაშორისი კონფერენციის ფარგლებში მიღებულ მიგრაციის გლობალურ კომპაქტს განმარტავს.
როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო თავად მიგრანტთა წარმოშობის ქვეყანაა, კომპაქტით გათვალისწინებული მიზნების შესრულება გლობალურ დონეზე, ხელს შეუწყობს სხვადასხვა ქვეყანაში ქართველი ემიგრანტების მდგომარეობის გაუმჯობესებას.
“გულწრფელად თუ პოლიტიკური გამორჩენისათვის გაჩენილი კითხვების საპასუხოდ:
2018 წლის 10-11 დეკემბერს, ქ. მარაკეშში (მაროკო), გაეროს მთავრობათაშორისი კონფერენციის ფარგლებში, მიღებულ იქნა მიგრაციის გლობალური კომპაქტი, რომელიც წარმოადგენს სამართლებრივად არასავალდებულო ხასიათის დოკუმენტს.
მისი მიზანია, ხელი შეუწყოს გლობალური მასშტაბით მიგრაციის უკეთ მართვას.
მიგრაციის კომპაქტი არ ეხება ხელმომწერ ქვეყნებში მიგრანტთა გადაადგილების საკითხებს, მეტიც, ამ თემაზე დოკუმენტში საერთოდ არ არის საუბარი.
მიგრაციის კომპაქტი ხაზს უსვამს, რომ აუცილებელია მიგრაციის საკითხების გადაწყვეტისას ცალკეული ქვეყნების ეროვნული პოლიტიკისა და პრიორიტეტების პატივისცემა და იქ არსებული რეალობის, შესაძლებლობების და განვითარების დონის მხედველობაში მიღება.
მხედველობაშია მისაღები, რომ სამწუხაროდ საქართველო თავად არის მიგრანტთა წარმოშობის ქვეყანა და კომპაქტით გათვალისწინებული მიზნების შესრულება გლობალურ დონეზე, ხელს შეუწყობს სხვადასხვა ქვეყნებში მიგრაციაში მყოფი ჩვენი თანამემამულეების მდგომარეობის გაუმჯობესებასა და მათი ინტერესებს”,-წერს გია ვოლსკი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი