“გვინდა, რომ დედიკო და მამიკო მშივრები არ იყვნენ და თავის პურის ნაჭერს ჩვენ არ გვინაწილებდნენ”

0

ოდესმე გინახავთ მშიერი ბავშვები, რომლებიც ცრემლიანი თვალებით თოვლის ბაბუას საჩუქრების ნაცვლად პროდუქტებს სთხოვენ?

შენობას, სადაც ძერიების ოჯახი ცხოვრობს, პირობითად შეიძლება სახლი ვუწოდოთ. რთული სათქმელია, ის ნახევრად დაუმთავრებელია თუ ნახევრად დანგრეული. სახურავი წლების წინ ქარმა მოგლიჯა, ხოლო ოჯახი დღემდე ვერ ახერხებს მის შეკეთებას. საცხოვრებლად მხოლოდ ის ორი ოთახი გამოდგება, რომელიც ქარისა და წვიმის შემოტევას უძლებს.

მარიამს, ზაალს, ბარბარესა და ელენეს სჯერათ სიკეთის! სჯერათ, რომ ღმერთი დასახმარებლად მათ კეთილ ადამიანებს გამოუგზავნის… ისე, უბრალოდ, ზედმეტი სიტყვებისა და შეკითხვების გარეშე…

– ბავშვებო, რაზე ოცნებობთ?

– აი, ძალიან გვინდა, რომ დედიკო და მამიკო მშივრები არ იყვნენ და თავის პურის ნაჭერს ჩვენ არ გვინაწილებდნენ.

–  თოვლის ბაბუას რა უნდა სთხოვოთ?

–  იმდენი პროდუქტი მოგვიტანოს, რომ ყველას გვეყოს და რომ არ გვშიოდეს.

–  ბავშვებო, ვინმე გეხმარებათ?

–  ხანდახან გვეხმარებიან მეზობლები. დედიკომ გვითრა, რომ ეს კეთილი ხალხია და რომ არა ისინი, ჩვენ უფრო ცუდად ვიქნებოდითო…

„ჩვენს შეკითხვას – „ხართ თუ არა ბედნიერები?“, ბავშვებმა ვერ უპასუხეს. სამწუხაროდ, მათ არასდროს განუცდიათ ბედნიერების შეგრძნება!  ამბობენ, „მაძღარს მშიერის არ გაეგებაო“, და რაოდენ სასტიკადაც არ უნდა ჟღერდეს ეს ფრაზა, ხშირად სწორედ ასეც ხდება.

განა ამას მოითხოვს ჩვენგან უფალი?! განა ქრისტიანული ცხოვრება არ გულისხმობს ღმერთში ყოფნას და  მოყვასისათვის ზრუნვას?!

ზედმეტი სიტყვებით და კრიტიკით ნუ გაირჯებით, ქვების სროლა ხომ ყველას შეუძლია. მთავარია ის, თუ რის გაკეთება გინდა გულით! დიახ, ჩაიხედეთ თქვენს გულებში და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება – დახმარება გსურთ თუ ,უბრალოდ, განკითხვა… ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია. ჩვენ კი გვინდა, რომ ბავშვებს სჯეროდეთ – თოვლის ბაბუა ყველასთან მივა და რომ სასწაულები მხოლოდ „რჩეული“ ბავშვებისთვის არ ხდება.

შემოწირულობა შეგიძლიათ ჩარიცხოთ “ჩერნოვეცკის” ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ძერიების ოჯახი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ფონდის საიტიდან“,- აცხადებენ ფონდში.

 

R

კომენტარები

კომენტარი