ირმა ინაშვილი: საგამოძიებო ორგანოებს მივმართავ, “ნაცმოძრაობის” 780 ათას ხმაზე გამოძიება დაიწყონ
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ირმა ინაშვილი საგამოძიებო უწყებას მიმართავს, რომ მეორე ტურში “ნაციონალური მოძრაობის” მიერ მოპოვებულ 780 ათას ხმაზე გამოძიება დაიწყონ.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა გამარჯვება უპირობოდ მოიპოვა.
“რეალურად, სალომე ზურაბიშვილმა მეორე ტურში მოიგო და მხარდაჭერა მოიპოვა. საგამოძიებო ორგანოებს მივმართავ, გამოძიება 780 ათას ხმაზე დაიწყონ. კერძოდ, რამდენად რეალურია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოპოვებული ხმები. გამოძიების პარალელურად პროცესს ვაწარმოებთ, რომელიც კონკრეტულ ფაქტებს დადებს”, – აღნიშნა ინაშვილმა.