აკაკი ზოიძე: არ ვიცი, პარლამენტის წევრს ამაზე მეტი რა პასუხისმგებლობა აქვს, რასაც ბიუჯეტის პროექტის მიღება ჰქვია
„არ ვიცი, პარლამენტის წევრს ამაზე მეტი რა პასუხისმგებლობა აქვს, რასაც ბიუჯეტის პროექტის მიღება ჰქვია“, – ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ამასთან, აკაკი ზოიძე გუშინდელ ფაქტს „დასანანი“ უწოდა.
“გუშინ ძალიან დასანანი ფაქტი მოხდა. მე არ ვიცი, პარლამენტის წევრს ამაზე მეტი რა პასუხისმგებლობა აქვს, რასაც ბიუჯეტის პროექტის მიღება ჰქვია. ახალი რეგლამენტით უკვე შესაძლებელი იქნება, რომ გარკვეული ზომები მივიღოთ ასეთი ტიპის გაცდენებზე. ჩვენ ამ პარლამენტში დეპუტატები გვყავს, რომლებიც მხოლოდ გახსნის დღეს ვნახეთ. არსებული რეგლამენტის მიხედვით, მათ შეუძლიათ, რომ ოჯახური მდგომარეობა მოიმიზეზონ და შეუძლიათ გაცდენა“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
პარლამენტმა კვორუმის უქონლობის გამო 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს კენჭი ვერ უყარა. უმრავლესობის მხრიდან რეგისტრაცია 67-მა დეპუტატმა გაიარა.