იანვარ-ნოემბერში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 11 324.7 მლნ დოლარი შეადგინა

0

2018 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 324.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 18.6 პროცენტით მეტია.
„საქსტატი“ იანვარ-ნოემბერში საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ
წინასწარ ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც ვებ-გვერდზე 12 დეკემბერს გამოქვეყნდა.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 11 324.7 მლნ. აშშ დოლარიდან ექსპორტი 3 033.5 მლნ.
აშშ დოლარი იყო (24.0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 8 291.2 მლნ. აშშ დოლარი (16.8 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-ნოემბერში 5 257.7 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.4 პროცენტი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი