ლევან გაჩეჩილაძე 7 ნოემბრის აქციის დარბევაზე: ხორცის გასატარებელი მანქანასავით იყო, არ ინდობდნენ ხალხს
7 ნოემბრის დარბევის საქმეზე პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა, ლევან გაჩეჩილაძემ ჩვენება მისცა. გაჩეჩილაძემ აქციის დარბევის დეტალეზე ისაუბრა.
„ხორცის გასატარებელი მანქანასავით იყო, არ ინდობდნენ ხალხს. პირველი ნაცემი გოგა ხაინდრავა დავინახე, რომელსაც ბორკილები დაადეს. ვნახე, როგორ წაართვეს კამერები მედიას. საბოლოო ჯამში ყველა ერთად გამოვედით იმ ადგილიდან. მერე მომრავლდნენ შავნიღბიანები და კიდევ უფრო მეტი სისასტიკე იყო.
სპეცრაზმელებმა შემათრიეს სადღაც, გავითიშე, როდესაც თვალი გავახილე, სასწრაფო დახმარების მანქანაში ვიყავი, რომელსაც მე და ჩემი ძმა მივყავდით. იქაც გასამხედროებული ბრძანებები მესმოდა. დასახიჩრებული და სისხლიანი მიმიყვანეს დიღომში“, – განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.