საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განხორციელებულ რეფორმებს ქუვეითის დელეგაცია გაეცნო

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქუვეითის ბიზნეს გარემოსა გაუმჯობესებისა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერების კომიტეტის დელეგაცია ესტუმრა.
საჯარო რეესტრის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მარი ხარძიანმა დელეგაციის წევრებს ის რეფორმები გააცნო, რომელთა განხორციელების შედეგადაც საქართველო ბოლო წლების განმავლობაში “Doing Business” საერთაშორისო რეიტინგში მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებს.
პრეზენტაცია შეეხო ქონებისა და ბიზნესის გამარტივებულ სარეგისტრაციო პროცედურებს, ელექტრონულ სერვისებს, ერთი ფანჯრის პრინციპით მომსახურებას და საჯარო რეესტრის სხვა მნიშვნელოვან პროექტებს.
დელეგაციის შემადგენლობაში ქუვეითის იუსტიციის სამინისტროს, კომერციისა და მრეწველობის სამინისტროს, პირდაპირი ინვესტიციების ხელშეწყობის ორგანოს (KDIPA), მუნიციპალიტეტის, საბაჟოსა და სავაჭრო პალატის წარმომადგენლები არიან. სასწავლო ვიზიტი „პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფი – PMCG”-ის ორგანიზებით და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები