ჩინეთში აფეთქებას 31 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ჩინეთის ქალაქ ურუმჩიში აფეთქების შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა, 90 კი დაშავდა. სააგენტო “სინხუას” ინფორმაციით, ადგილობრივი დროით დილის 8 საათზე თავდამსხმელთა ორი მანქანა ურუმჩის ერთ-ერთ ბაზარში შეიჭრა და იქ მყოფებს დაეჯახა.
თავდამსხმელებმა ასაფეთქებელი მოწყობილობები ისროლეს, რასაც ერთი მანქანის აფეთქება მოჰყვა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მომხდარს ტერაქტი უწოდა და დამნაშავეთა მკაცრად დასჯის პირობა დადო.
სინცზიანის რეგიონში, სადაც ქალაქი ურუმჩი მდებარეობს, ბოლო პერიოდში რამდენიმე აფეთქება მოხდა. აპრილში მომხდარ აფეთქებას სამი ადამიანი ემსხვერპლა, 80-ზე მეტი კი დაშავდა. ჩინეთის ხელისუფლებამ მომხდარში უიგური სეპარატისტები დაადანაშაულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები