გია ვოლსკი: პრეზიდენტის ინსტიტუტი სწორად უნდა ყალიბდებოდეს, მათ შორის, საკადრო შემადგენლობის თვალსაზისით

პრეზიდენტის ინსტიტუტი სწორად უნდა ყალიბდებოდეს, მათ შორის, საკადრო შემადგენლობის თვალსაზრისით, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი, საჯარო მოხელეებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას.
ვიცე-სპიკერი დარწმუნებულია, რომ სალომე ზურაბიშვილი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.
„სალომე ზურაბიშვილი პიროვნულად არაფერ შუაშია. პრეზიდენტის ინსტიტუტი სწორად უნდა ყალიბდებოდეს, მათ შორის, საკადრო შემადგენლობის თვალსაზისით. კადრები შესაბამისი უნდა იყოს იმ ამოცანების შესასრულებლად, რომელიც პრეზიდენტის ინსტიტუტს ექნება. ძველი იქნება თუ ახალი, მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის,საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც ადმინისტრაციის ყველა თანამშრომლის ადმინისტრაციული ხელშეკრულებებით დასაქმებაზე გადაყვანას ითვალისწინებს, ლაჩრულს, ვერაგულს, ცალსახად დისკრიმინაციულსა და ანტიკონსტიტუციურს უწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები