ჯეიმს აპატურაი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი საქართველოში ვიზიტით იმყოფება.
იგი საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს საგარეო უწყებაში შეხვდა, სადაც განხილვის მთავარი თემა ნატო-საქართველოს სამომავლო გეგმები, შავი ზღვის უსაფრთხოება და ერთობლივი წვრთნები იყო.
შეხვედრის დაწყებამდე ჯეიმს აპატურაიმ საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ პოზიტიურ შეფასებებთან ერთად, ხარვეზებიც დაფიქსირდა, რაზეც ხელისუფლების მხრიდან რეაგირებაა საჭიროა.
მან ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზეც ისაუბრა.
„ველოდები მაღალი რანგის შეხვედრებს არჩეულ პრეზიდენტთან, პრემიერთან, თავდაცვის მინისტრთან. ასევე ჩვენ გვექნება ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრის შესაძლებლობა. ხელისუფლების წარმომადგენლებთან შავი ზღვის უსაფრთხოებისა და ერთობლივი წვრთნების ჩატარებას შეეხება საუბარი. შავი ზღვის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოსთვის, ასევე უკრაინისთვის“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ აპატურაი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს ხვდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები