მარიუპოლში დაკავებულ ჟურნალისტს დიდი ბრიტანეთის საკონსულოს გადასცემენ
ბრიტანელი ჟურნალისტი გრემ ფილიპსი, რომელიც ტელეარხ „რაშა თუდეისთან“ თანამშრომლობს, გუშინ ნაცგვარდიამ მარიუპოლში დააკავა.
“რაშა თუდეის” ინფორმაციით, მასთან კავშირი გუშინ გაწყდა. ეროვნული გვარდიის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ჟურნალისტი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს გადასცეს, ხოლო უკრაინის უშიშროების სამსახურის პრესმდივნის თქმით, ჟურნალისტს დიდი ბრიტანეთის საკონსულოს გადასცემენ.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის ხელისუფლებასთან მუდმივად კავშირშია და ისინი მზად არიან, დიდი ბრიტანეთის მოქალაქე ჟურნალისტს გრემ ფილიპს დახმარება აღმოუჩინონ.