თამარ ხულორდავა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც სტრასბურგში, ევროპარლამენტში ხვალ გაიმართება.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიურო 2019 წლის გეგმებზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროკავშირთან თანამშრომლობის მიმდინარეობაზე იმსჯელებს და დაგეგმავს მომავალი წლის განმავლობაში საპარლამენტო ასამბლეის ღონისძიებებს.

ყოველწლიურად ასამბლეა, ევროპარლამენტის და აღმოსავლეთ პარტნიორი პარლამენტების წარმომადგენლების თანაავტორობით შეიმუშავებს რეზოლუციებს.

2019 წელს, საქართველოს დელეგაციის მიერ მომზადდება ანგარიში თემაზე: ,,სოლიდარობა და დაახლოება ენერგეტიკის სექტორში – რეგულირებისაკენ“.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა არის აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის საპარლამენტო ინსტიტუტი, რომელიც შედგება ევროპარლამენტისა (60 წევრი) და აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებისგან (10 წევრი თითოეული ეროვნული პარლამენტიდან: აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა. ბელორუსის მონაწილეობა დროებით შეჩერებულია პოლიტიკური მიზეზების გამო).

საქართველოს პარლამენტის დელეგაციაში 10 ძირითადი და 5 სათადარიგო წევრია. ეს ფორუმი საპარლამენტო კონსულტაციების და ევროინტეგრაციულ პროცესებზე ზედამხედველობის გზით, ხელს უწყობს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებს შორის პოლიტიკურ ასოცირებას და ეკონომიკურ ინტეგრაციას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები