„თქვენი დრო დამთავრდა, რით ვერ გაიგე?” – პარლამენტში დავით ჭიჭინაძემ და რომან გოცირიძემ იკამათეს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებული ვერსიის განხილვისას დეპუტატებს დავით ჭიჭინაძესა და რომან გოცირიძეს შორის დაპირისპირება მოხდა.
დავით ჭიჭინაძის თქმით, თუ „საქართველოს ბანკი“ ლონდონში „აზოტის“ ქარხანასთან დაკავშირებით დაწყებულ დავას წააგებს, ბანკის მეანაბრეების საკითხი რისკის ქვეშ დადგება. ჭიჭინაძემ ეროვნულ ბანკს მოუწოდა, „საქართველოს ბანკს“ რეზერვები გაუზარდოს.
ჭიჭინაძის განცხადებას საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა რომან გოცირიძემ უპასუხა.
“ქარხანამ 100 მილიონ ლარამდე ვალი აიღო, რომელიც ვერ გადაიხადა, ბანკმა ქონება წაიღო. რომ დაებრუნებინა, საქმე სადავო არ იქნებოდა. „აზოტმა“ ვალი აიღო და ნუ წარმოაჩენ, თითქოს, ანგელოზია. ისტორია უნდა მოჰყვეთ“, – განაცხადა გოცირიძემ.
ჭიჭინაძემ გოცირიძეს უპასუხა და მის განცხადებას გაუგებარი უწოდა.
„თქვენი დრო დამთავრდა, რით ვერ გაიგე? შენ რომ ყოფილიყავი მოსამართლე და თქვენი დრო ყოფილიყო, სასამართლოში შეიძლება ვერ ეჩივლათ. რომან, ეს ინგლისია, წადი და ისტორიით ინგლისის სასამართლოს მიმართე. რომან გოცირიძე საქართველოს ეროვნული ბანკის ადვოკატი ყოფილა და ბანკიდან რაღას გამოუშვით? რომან, ქართულიდან თარჯიმანი გჭირდება, რადგან რაზე ვსაუბრობ, ვერ იგებ“, – მიმართა მან გოცირიძეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები