ხვალ საქართველოს ჯეიმს აპატურაი ეწვევა

თბილისს ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი ვიზიტით ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში ის შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან.
ჯეიმს აპატურაი ასევე ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში საჯარო ლექციას გამართავს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.
„კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის თბილისში ვიზიტი ადასტურებს ნატო-საქართველოს ურთიერთობებს მაღალ ინტენსივობას და ცხადყოფს, რომ ჩვენს ქვეყანას ნატო-ს დღის წესრიგში განსაკუთრებული ადგილი უკავია“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ჯეიმს აპატურაი თბილისს ხვალ ეწვევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები