მამუკა ბახტაძე მთაში დასაქმებულ პედაგოგებს – „თითოეული თქვენთაგანი არის საქართველოს ნამდვილი გმირი“

„განსაკუთრებული სითბო გამოვხატო სწორედ ამ ხალხის მიმართ, მასწავლებლების მიმართ. თითოეული თქვენთაგანი არის საქართველოს ნამდვილი გმირი“, – ამ სიტყვებით მიმართა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთაში დასაქმებულ სკოლის პედაგოგებს.
მამუკა ბახტაძემ საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“ საქართველოს მთავრობის მაღალმთიანი რეგიონების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიის მთავარი მიმართულებები წარადგინა.
„ოჯახებისთვის ახალდაბადებულ ბავშვებზე დაახლოებით 19 მილიონი ლარი გაიცა, საპენსიო დანამატისთვის – 61 მილიონი, სოციალურ პაკეტზე დანამატის სახით – თითქმის წარმოდგენილი იყო 8 მილიონი ლარი, სამედიცინო პერსონალისათვის დანამატის სახით – გამოიყო 9 მილიონი, ხოლო მასწავლებლებსა და მწვრთნელებზე დანამატის სახით გაიცა დაახლოებით 20 მილიონი ლარი. მინდა ჩემი განსაკუთრებული სითბო გამოვხატო სწორედ ამ ხალხის მიმართ, მასწავლებლების მიმართ. თითოეული თქვენთაგანი არის საქართველოს ნამდვილი გმირი. ამ დანიშნულებით დღემდე დახარჯულია 110 მილიონ ლარზე მეტი. ამასთან ერთად, უკვე დაახლოებით 315 საწარმო სარგებლობს საგადასახადო შეღავათებით. მინდა გითხრათ, რომ მთის საკითხებზე მუდმივად მუშაობს მთის ეროვნული საბჭო და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდი, რომელმაც უკვე გამოყო 66 მილიონი ლარი მთაში ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები