ამირან გამყრელიძე: გრიპის ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული, დაახლოებით, 10 შემთხვევა გვაქვს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში გრიპის ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული, დაახლოებით, 10 შემთხვევაა. მან მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდა.
„ჩვენს ვებ-გვერდზე ნახავთ, რომ გრიპის ვირუსი ჩვენს ქვეყანაში დადასტურებულია. ლაბორატორიულად დადასტურებული, დაახლოებით 10 შემთხვევა უკვე გვაქვს. მოსახლეობას ამ თვალსაზრისით მოვუწოდებთ, რომ შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები დაიცვას – აცრა არის ყველაზე უკეთესი პრევენციული ღონისძიება. აუცილებელია ზოგადი ჰიგიენური ნორმების დაცვა, ოთახის განიავება და მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში ოჯახის ექიმისთვის მიმართვა”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები