ლაშა ხუციშვილი: მიკროსაფინანსო ორგანიზაციების 95%-მდე პრობლემური სესხი მოხვდა სესხების პატიების პროგრამაში

„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების 95%-მდე პრობლემური სესხი მოხვედრილია სესხების პატიების პროგრამაში“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში ლევან ჩხაიძის „დღის ამბებში“ ჩართვისას განაცხადა.
როგორც მან განმარტა, ამ კატეგორიაში მოხვდა იმ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების პრობლემური სესხები, რომლებმაც წინასწარი თანხმობა განაცხადეს პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე.
„ამჟამად, ფონდ „ქართუსა” და აღნიშნულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შორის მიმდინარეობს სიების დაზუსტების პროცესი და მონაცემები ეტაპობრივად აიტვირთება ვებგვერდზე www.vali.ge“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები