დავით სერგეენკო: ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ პოლიტიკურმა ძალამ დაბლოკოს ამერიკის ელჩი

„ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ პოლიტიკურმა ძალამ დაბლოკოს ამერიკის ელჩი“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც ამერიკის ელჩობის კანდიდატს საქართველოს მთავრობა ბლოკავს.
“მე ყველა დეტალში ჩახედული არ ვარ, მაგრამ ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ პოლიტიკურმა ძალამ დაბლოკოს ამერიკის ელჩი. ამას თავისი პროტოკოლი აქვს და ძალიან ეჭვი მეპარება და წარმოუდგებელი მგონია, რომ ჩვენ დავბლოკოთ ამერიკის ელჩი. ის ინიშნება, ვისაც თავის სახელმწიფო თვლის საჭიროდ”, – აღნიშნა სერგეენკომ.
შეგახსენებთ, რომ Foreign Policy-ის ჟურნალისტები წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ ამერიკული მხარე საქართველოში აშშ-ს ელჩის პოზიციაზე ბრიჯიტ ბრინკსს განიხილავდა, თუმცა რამდენიმე პირი საქართველოს მთავრობაში მას ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილის მიმართ კეთილგანწყობილ ფიგურად მიიჩნევდა. FP წერს, რომ მისი წყაროები როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი ოფიციალური პირები არიან ვაშინგტონში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები