ტოკიოს მერი სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს და იაპონიაში იწვევს

„ველი, რომ გიმასპინძლოთ თქვენ და ქართველ ხალხს, რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე“, – ამ სიტყვებით მიმართავს იაპონიის დედაქალაქის, ტოკიოს მერი იურიკო კოიკე სალომე ზურაბიშვილს და საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.
საქართველოს არჩეული პრეზიდენტისადმი გაგზავნილ წერილში, იურიკო კოიკე ამბობს, რომ ტოკიოს მოსახლეობისგან მანდატი 2016 წელს მიიღო და როგორც ქალი ლიდერი, სალომე ზურაბიშვილს წარმატებებს უსურვებს.
ამავე წერილში აღნიშნულია, რომ ორი ქვეყნის საელჩოს მიერ ინიცირებული „გლობალური მეგობრობის პროექტის“ ფარგლებში, ტოკიოს 40 სკოლაში საქართველოს კულტურასა და ისტორიას სწავლობენ.
„ტოკიოში თქვენი ქვეყნის საელჩოს საშუალებით, ტოკიოს მთავრობა საქართველოსთან კავშირების გაძლიერებაზე მუშაობს. საქართველოს მიმართ ინტერესი გაძლიერებულია ორი ქვეყნის საელჩოს მიერ ინიცირებული „გლობალური მეგობრობის პროექტის“ შესაბამისად, რომელიც 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების წარმატებისთვის ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში, ტოკიოს 40 სკოლაში საქართველოს კულტურასა და ისტორიას სწავლობენ. ასევე, შემდეგ წელს იაპონია უმასპინძლებს რაგბის მსოფლიო ჩემპიონატს, სადაც საქართველოც მიიღებს მონაწილეობას. ველი, რომ გიმასპინძლოთ თქვენ და ქართველ ხალხს, რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე. გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი სურვილები თქვენს ჯანმრთელობასა და საქართველოს მომავალ აყვავებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია ტოკიოს მერის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები