დიმიტრი მედოევი: საქართველო ჩვენს პოზიციას სათანადო მნიშვნელობას არ ანიჭებს

ე.წ. სამხრეთ ოსეთი რეგიონში უსაფრთხოების კუთხით საერთაშორისო არენაზე სრულმასშტაბიან სამუშაო მზადყოფნას გამოხატავს, რაც ჟენევის დისკუსიის ძირითად მიზანს წარმოადგენს, – ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო მინისტრმა დიმიტრი მედოევმა განაცხადა.
“ჩვენი პოზიცია პირველი რაუნდიდან მოყოლებული უცვლელია – ჟენევის დისკუსიებმა უნდა უზრუნველყოს ასეთი უსაფრთხოების პირობების განვითარება, რომლებიც შეამცირებენ საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმართ აგრესიის განმეორების რეციდივებს”, – განაცხადა ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო მინისტრმა და დასძინა, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველო აღნიშნულ პოზიციას სათანადო მნიშვნელობას არ ანიჭებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები