აკაკი ზოიძე: მიხეილ სააკაშვილი მომსახურების არედან გასულია და ეს კაცი დასაჭერია

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა, აკაკი ზოიძემ მიხეილ სააკაშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ზოიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი თავისი დისკრიმინაციული, ქსენოფობიური სიძულვილის ენით, ყველას აოცებს.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ სააკაშვილი უკრაინიდან გამოძევების შემდეგ საქართველოს პოლიტიკურ პროცესში დაბრუნებას ცდილობს.
„ძალიან დასანანია, რომ ეს ადამიანი ამ ქვეყნის პრეზიდენტი იყო და თავს უფლებას აძლევს, ასეთი ენით ისაუბროს. საერთოდ, რა ესაქმება უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან. ახლა, როდესაც უკრაინიდანაც გამოაძევეს, ცდილობს, რომ კვლავ დაბრუნდეს საქართველოს პოლიტიკურ პროცესში, მაგრამ ასეთი სიძულვილით, დამოურჩილებლობისკენ და რევოლუციისკენ მოწოდებით, მხოლოდ მატროსოვის ციხეში მოხვდება, სადაც უკვე უნდა იყოს. მიხეილ სააკაშვილი მომსახურების არედან გასულია და ეს კაცი დასაჭერია. ამ ქვეყანაში დაპირისპირება, გახლეჩა, კვლავ სიძულვილი, მხოლოდ და მხოლოდ ძალიან ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს და მივიღებთ დანგრეულ ქვეყანას“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები