„60-70-იანი წლების როკმუსიკის ასპექტები“ – კონსტანტინე ბრეგაძის ლექცია გაიმართება

13 დეკემბერს, 1800 საათზე, მუსიკის ტექნოლოგიის სტუდიაში, ფილოლოგიის დოქტორის, კონსტანტინე ბრეგაძის ლექცია  – „60-70-იანი წლების როკმუსიკის ასპექტები“ – გიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, თსუ-ს ასოცირებული პროფესორი, კონსტანტინე ბრეგაძე მიმოიხილავს  60-70-იანი წლების როკმუსიკის სოციალურ, ეგზისტენციალურ და მუსიკალურ ასპექტებს.
ე. წ. პოპულარულ მუსიკაში 1965 წლიდან პრინციპულად იცვლება მუსიკალური პარადიგმა და იგი ფუძნდება სწორედ როგორც როკმუსიკა, სადაც გამოვლენილია მისი შემდეგი მახასიათებლები:
ა) აქცენტი ბიტის დამძიმებაზე, გაღრმავებასა და გართულებაზე, რაც შემდგომ ეტაპზე ვლინდება, როგორც როკბიტის თემატიზება (შდრ., ცოცხალ კონცერტებზე ბრიტანულ როკჯგუფ “ქრიმის” მიერ შესრულებული ბლუზ-როკ-სიმფონია „Spoonful“ (‘68), ან ამერიკულ არტ-როკჯგუფ „Velvet Underground”-ის მიერ შესრულებული 30- წუთიანი კომპოზიცია „Sisyter Ray” (‘69),
ბ) ანტიდისკურსული ბუნება – როკი, ერთი მხრივ, როგორც სოციალური კრიტიკის, პროტესტისა და ამბოხის, და, მეორე მხრივ, იდეოლოგიურ მოძღვრებათა დეკონსტრუქციის სივრცე (სოციალური ასპექტი),
გ) ეგზისტენციალური პრობლემატიკის თემატიზების სივრცე (ფილოსოფიური ასპექტი),
დ) დიონისურ-ტრანსცენდირებადი არსი (ონტოლოგიური და გნოსეოლოგიური ასპექტი).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები