“ვებგვერდზე, რომელიც გაიხსნება, უკვე 400 ათასზე მეტი ფიზიკური პირის 600 ათასზე მეტი სესხის შესახებ ინფორმაცია აიტვირთება”

“ვებგვერდზე, რომელიც გაიხსნება, უკვე 400 ათასზე მეტი ფიზიკური პირის 600 ათასზე მეტი სესხის შესახებ ინფორმაცია აიტვირთება”, – ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
„ამ ეტაპისთვის, სამმა მსხვილმა ბანკმა – „თი-ბი-სიმ”, „საქართველოს ბანკმა” და „ლიბერთი ბანკმა” უკვე გააფორმეს ხელშეკრულებები, მანამდე კი ხელი მოეწერა მემორანდუმს, ბანკებსა და ონლაინ გამსესხებლებთან. ახლა უკვე საკუთრივ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, სადაც უფრო მეტი დეტალია ასახული. მთელი კვირის განმავლობაში, მუშავდებოდა მონაცემთა ბაზები. აქვე მნიშვნელოვანია, რომ პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს სხვა ბაზების დამუშავება და რამდენიმე ბანკი ჯერ კიდევ რიგშია”, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები