მამუკა ბახტაძე შესაძლო საკადრო ცვლილებებზე: ეს არის სპეკულირება ჩვენი ოპონენტების მხრიდან

ზოგადად, იცით, რომ სამწუხაროდ, ქვეყანა ლიდერობს დეზინფორმაციებისა და ფეიქნიუსების ჭრილში და ესეც ერთ-ერთი მათგანია, – ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას.
მამუკა ბახტაძის განცხადებით, საკადრო ცვლილებების თემა ოპონენტების მხრიდან სპეკულირებაა.
„ჩვენ გვყავს ახალი მინისტრთა კაბინეტი, რომელიც ძალიან კარგად ართმევს თავს იმ პროგრამის შესრულებას, რომელიც გვაქვს წარმოდგენილი და დამტკიცდა საქართველოს პარლამენტში. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ ვართ ორიენტირებული სწორედ ამ ორწლიანი პროგრამის ეფექტიანად შესრულებაზე. ჩვენ გვაქვს ათწლიანი განვითარების გეგმა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვართ ორიენტირებული სწორედ ამ ორწლიანი პროგრამის ეფექტიანად შესრულებაზე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები