„იფქლის” პური 10 თეთრით გაძვირდა

დღეიდან კომპანია „იფქლის“ დასახელების პური, მთელი საქართველოს მასშტაბით, 10 თეთრით ძვირად გაიყიდება, – ამის შესახებ განცხადებას კომპანია „იფქლი“ ავრცელებს.
ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ პროდუქციის გაძვირების მიზეზი ხორბალსა და ფქვილზე, ასევე წარმოებისთვის სხვა საჭირო ნედლეულზე ფასების ზრდის ბოლოდროინდელი ტენდენცია გახდა.
„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ხორბლის ფასი, შესაბამისად პურისთვის საჭირო ფქვილის ფასი, მრავალ ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ცვლილებები შეეხო ქართველ მწარმოებლებსაც. ხორბალსა და ფქვილზე ფასის ზრდის ბოლოდროინდელმა ტენდენციამ კი კომპანია იძულებული გახადა ბაზარზე პურის საფასო პოლიტიკისთვის გადაეხედა.
პურის ფასწარმოქმნაში ყველაზე დიდ როლს ფქვილი და წარმოებისთვის საჭირო ნედლეული ასრულებს. გაძვირებულია ის იმპორტული საშუალებებიც, რაც აუცილებელია პურპროდუქტების წარმოებისათვის, მაგალითად: შესაფუთი მასალები, რომელთა ღირებულებაც ბოლო სამ წელიწადში გაორმაგდა, დაზგა-დანადგარები და მათი სათადარიგო ნაწილები, ასევე საწვავი და სადისტრიბუციო მანქანები. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბოლო პერიოდში გაზრდილი ენერგომატარებლების ფასიც, განსაკუთრებით გაზის ტარიფი, გარკვეულ გავლენას ახდენს პურის თვითღირებულებაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები