ერდოღანმა პუტინს უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლება სთხოვა
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, უკრაინელი მეომრების გათავისუფლება სთხოვა, რომლებიც ქერჩის სრუტეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დააკავეს.
“ინციდენტის შემდეგ მე ორივე მხარეს ველაპარაკე, თავიდან პუტინს და პოროშენკოს ტელეფონით, შემდეგ არგენტინაში G20-ის სამიტზე. პუტინს უკვე ვთხოვე მეზღვაურების გათავისუფლება. ახლა თვალყური უნდა ვადევნოთ მდგომარეობის განვითარებას. ვიმედოვნებ, რომ ისინი ამას დადებითად შეხვდებიან. როგორც ვიცი, ამ დროისთვის ინციდენტის გამოძიება მიმდინარეობს, რის შემდეგაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული. მსგავს საკითხებში ჩვენ მხოლოდ თხოვნა შეგვიძლია, სხვას ვერაფერს გავაკეთებთ”, – განუცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებს.