ეუთოში საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფმა საქართველოს მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა

ეუთოს მინისტრთა საბჭოს 25-სხდომის ფარგლებში ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მკაფიო მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. მეგობართა ჯგუფში შემავალი ქვეყნების საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 25-ე სხდომის ფარგლებში ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფი ხვალ ეუთო-ს სხდომაზე ერთობლივ განცხადებას მიიღებს საქართველოსთან დაკავშირებით. ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების სათანადო წარმოჩენას ორაგანიზაციის ფარგლებში.
საქართველოს მეგობართა ჯგუფში შედიან: ბულგარეთი, კანადა, ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, უკრაინა, ნორვეგია, აშშ და დიდი ბრიტანეთი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები