უკრაინაში „რაშა თუდეის“ ჟურნალისტი დააპატიმრეს
ბრიტანელი ჟურნალისტი გრემ ფილიპსი, რომელიც ტელეარხ „რაშა თუდეისთან“ თანამშრომლობს, ნაცგვარდიამ მარიუპოლში დააკავა. ტელეკომპანიის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, ჟურნალისტმა მისი დაკავების შესახებ თავად აცნობა ტელეკომპანიას. სამხედროებმა ჟურნალისტი დაჰკითხეს. ისინი ცდილობდნენ, გაერკვიათ, ჟურნალისტი შპიონი იყო თუ არა და საიდან ჰქონდა მას ჯავშანჟილეტი.
ნაცგვარდიის წარმომადგენლებმა ჟურნალისტს აკრედიტაციის დამამტკიცებელი საბუთი მოსთხოვეს, რომ ის მართლა თანამშრომლობდა ტელეარხ „რაშა თუდეისთან“ ჟურნალისტის განცხადებით, ის დაკავებული იქნება ბლოკ-საგუშაგოზე ხელისუფლების წარმომადგენლების ჩამოსვლამდე.
შეგახსენებთ, რომ 18 მაისს უკრაინაში რუსული გამოცემა „ლაიფ ნიუსის“ ორი ჟურნალისტიც დააკავეს.