დავით ზალკალიანი: არჩევნებზე იყო ხარვეზები, რაზეც ხელისუფლებას მყისიერი რეაგირება აქვს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებას საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეხმაურება. როგორც მან აღნიშნა, ხარვეზები ნამდვილად იყო, თუმცა მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება რეკომენდაციებს გაითვალისწინებს და მყისიერ რეაგირებას მოახდენს.
„რაც შეეხება არჩევნებთან დაკავშირებით გამოთქმულ წინადადებებს, ბუნებრივია, ეს ახალი არ არის. იგივე განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის მხრიდან იყო გაკეთებული, საუბარია იმაზე, რომ არჩევნები ჩატარდა შეუფერხებლად. რა თქმა უნდა, იყო ხარვეზები, ამ ხარვეზებზე ხელისუფლებას მყისიერი რეაგირება აქვს. პარლამენტის მხრიდანაც ითქვა, რომ ჩვენ სადამკვირვებლო მისიების მხრიდან გამოთქმულ ყველა რეკომენდაციას აუცილებლად გავითვალისწინებთ და ამაზე საქართველოს ხელისუფლებას შესაბამისი რეაგირება ექნება“, – განუცხადა ჟურნალისტებს ნატო შტაბ-ბინაში დავით ზალკალიანმა.
ცნობისათვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს აფასებს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები დაუბრკოლებლად ჩატარდა. თუმცა მათივე თქმით, მომავალი წლის დასაწყისი საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ტესტი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები