ოზურგეთში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 3 ახალგაზრდიდან, ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულია
ოზურგეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 3 ახალგაზრდიდან, ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, – ამის შესახებ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრ “მედ ალფას” დირექტორმა დავით მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ავარიის შედეგად დაშავებული 2 ადამიანის მდგომაროება დამაკმაყოფილებელია, მესამე მამაკაცის კი, რომელიც შედარებით მძიმეა, ნეიროქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული.
„დაახლოებით 12 საათზე, კლინიკაში 3 პაციენტი მოთავსდა, მათი ასაკი 16-დან 19 წლამდე მერყეობს. ორი მათგანი 112-ს მიერ არის შემოყვანილი, ხოლო ერთი თვითდინებით მოვიდა. ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით დამაკმაყოფილებელია, აღენიშნებათ თხემის არეში დაჟეჟილობები და მათ ექიმები აკვირდებიან, ხოლო მესამე ახალგაზრდა მამაკაცი შედარებით მძიმეა, მას გულ-მკერდის მერვე მალის მოტეხილობა აქვს მიღებული. ამიტომ იგი მოთავსებულია ნეიროქირურგიულ კლინიკაში და საჭიროებს ნეიროქირურგიულ ჩარევას“, – აღნიშნა დავით მდინარაძემ.
დღეს, ოზურგეთის ავტომაგისტრალზე მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და სარწყავ არხში გადაიჩეხა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.