გია ვოლსკი სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე: ეს სიგნალია, რომ საარჩევნო პროცესი კიდევ უნდა დაიხვეწოს

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, მომავალი წლის დასაწყისი საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ტესტი იქნება. როგორც მან აღნიშნა, მათი ეს განცხადება სიგნალია, რომ პროცესი უფრო დაიხვეწოს.
​მისივე თქმით, საქართველოს პოლიტიკური კულტურა, საერთაშორისო სტანდარტს ჩამორჩება.
„სახელმწიფო დეპარტამენტს შენიშვნები გააჩნია. ასევე, შენიშვნები აქვთ სადამკვირვებლო მისიებს, მაგრამ 3700 საარჩევნო უბანი იყო და რასაკვირველია, გარკვეული გადაცდომა მოხდა, თუმცა მთლიანობაში ყველა ერთად თანხმდება, რომ ამას არჩევნებზე გავლენა არ მოუხდენია. განცხადება სიგნალია, რომ პროცესი უფრო უნდა დაიხვეწოს. პოლიტიკურ ველზე პოლიტიკური პარტიების ურთიერთობის მიმართულებით ბევრია გამოსასწორებელი და ეს მხოლოდ სახელისუფლებო ველს არ ეხება. პოლიტიკური კულტურა, რომელიც საქართველოს გააჩნია, საერთაშორისო სტანდარტს ჩამორჩება, თუმცა საზოგადოება სწორ დასკვნებს აკეთებს. ოპოზიცია თავისი პოლიტიკური სახის შესახებ უნდა დაფიქრდეს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები