ჰოსნი მუბარაქს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ეგვიპტის სასამართლომ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს ჰოსნი მუბარაქს სახელმწიფო თანხების გაფლანგვის გამო სამი წლით პატიმრობა მიუსაჯა.”როიტერის“ ინფორმაციით, სასამართლომ ასევე გაასამართლა ექსპრეზიდენტის შვილები: ალა და გამალა, მათ 4-წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
სასამართლომ მუბარაქი და მისი შვილები სამი მილიონი დოლარით დააჯარიმა. პროკურატურამ ჰოსნი მუბარაქი 17,6 მილიონი დოლარის გაფლანგვაში დაადანაშაულა, რომელიც ექსპრეზიდენტმა საპრეზიდენტო სასახლის გარემონტების მიზნით დახარჯა. შეგახსენებთ, რომ ჰოსნი მუბარაქი ეგვიპტის სათავეში 30 წლის განმავლობაში იდგა, თუმცა 2011 წელს მასობრივი დემონსტრაციების შედეგად, რომელსაც 800-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მუბარაქმა თანამდებობა დატოვა.